ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ალში 2 ადამიანი ჭაში დაიღუპა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში დაიღუპა.

35 წლამდე ასაკის მამაკაცები ძმები იყვნენ და სოფელ რუისში ცხოვრობდნენ.

ადგილზე მისულ მაშველებს ისინი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდათ. ძმები ჭის გასაწმენდად ჩავიდნენ, შეუძლოდ გახდნენ და გონება დაკარგეს.

ჭიდან ორივე მამაკაცის ცხედარი უკვე ამოყვანილია. საქმე აღძრულია სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები