დაკავება 10 სექტემბერს დილის 4 საათზე მოხდა. სასამართლომ გირაო 4 ათასი ლარი შეუფარდა, რომლის გადახდის ვადა ორი კვირა განისაზღვრა. გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. პაპიაშვილს ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის ქურდობის ბრალდების გამო პირობითი ჰქონდა მისჯილი.
სტალინის მუზეუმის წარმომადგენლების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ვაგონში არ შესულა. ასევე ადასტურებენ, რომ დაკავება კიბეებზე მოხდა. კარების ფანჯარაც კი არ არის ჩამტვრეული. გამოძიება დაცვის თანამშრომლების ჩვენებებს ეყრდნობა, ვიდეოჩანაწერები არ არის.
მუზეუმის თანამშრომლების ვერსიით, დაცვის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ უცხო პიროვნება კარებთან იდგა და ჩათვალეს, რომ ქურდობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და დააკავეს.
ვინ არის 2 წლის წინ პოლიციელებისგან სასტიკად ნაცემი გიორგი პაპიაშვილი
სტატიის გამოყენების პირობები