ახალი ამბები
კასპის სოფელ დოესში სასმელი წყლის 1 კმ-იანი მილი დაზიანდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 1 კმ-იანი მილი დაზიანდა, რომლითაც ნაკარვალების უბანი სასმელი წყლით მარაგდებოდა. ამის შესახებ ქარტლი.გე-ს დოესიდან აცნობეს.

როგორც ირკვევა, მილი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. კასპის მუნიციპალიტეტის ბალანსზე შექმნილი ორგანიზაცია ,,სოფლის წყალის" დირექტორი არ განმარტავს, რის გამო დაზიანდა 1 კმ-იანი მილი.

ამჟამად, კასპის მერია დაახლოებით 5 ათასი ლარი გამოყო ახალი მილის შესაძენად.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაკარვალების უბანში სასმელი წყლის ქსელი 2016 წელს გამოიცვალა. იმ პერიოდში, გამგეობამ 81 ათასი ლარი გამოიყო აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციის მიზნით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები