ახალი ამბები
,,ახალბაღის დროა"



ამავე დროს, ორგანიზაციის მიერ ბოლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა და პროექტის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვა. მადლობის წერილები გადაეცა პარტნიორ ორგანიზაციებს და ტრენერებს.



შეხვედრის დასასრულს კინოთეატრის წარმატებით ფუნქციონირების ხელშესაწყობად, ორგანიზაციამ ურთიერთთანამდრომლობის მემორანდუმი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან გააფორმა.

 

მოგვიანებით კი,  ფილმის "ხელშეუხებელნი" ჩვენება გაიმართა.


ღია კინოთეატრი პროექტის „მეტი კრეატივის დროა“ ფარგლებში მოეწყო, რომლისთვისაც ორგანიზაციამ Ertad.ge-ს იდეების კონკურსში 2430 ლარი მოიპოვა.



პროექტის მხარდამჭერები იყვნენ კულტურის და დასვენების პარკი „ახალბაღი“, გორის კეთილდღეობოსა და განვითარების ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრი და შპს „გუგბილდერი“.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები