ახალი ამბები
მამაოს მანქანის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 

 

დაკავებულს, რომელზეც სასულიერო პირი თავიდანვე საუბრობდა, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, გირაო 2 000 ლარი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა შეუფარდა. პროკურატურა 4 ათას ლარს ითხოვდა. დაკავებული ფაქტს არ აღიარებს.

 

გამოძიების დასრულებას სამართალდაცმავები 9 თვე მოუნდნენ. ინციდენტი 2015 წლის 8 იანვარს საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მოხდა. საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ სასულიერო პირის  დააზიანეს. ჩაამსხვრიეს მინები. მანქანას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები გვერდით ფანჯრებზე და კარებზეც აღენიშნებოდა. მოპარული იყო ნივთები.

 

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკებმა მობილური ტელეფონი იპოვეს და ეჭვი თავიდანვე მის მფლობელზე აიღეს.

 

,,ვიდრე ზემდგომმა ინსტანციებმა რეაგირება არ მოახდინეს, ადგილობრივი სტრუქტურები არც კი დაინტერესებულა. არც ადგილობრივი პოლიცია იძიებდა საქმეს. ეს იმიტომ, რომ ამ ფაქტის უკან ადგილობრივი მაღალჩინოსნები და მაღალი იერარქიის ადგილობრივი სასულიერი პირები დგანან. სწორედ, ისინი ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს მანქანის დამტვრევა მე მოვახდინე. არ არის გამორიცხული ამჯერად აგრესია კვლავ წამოვიდეს. დამიწვეს ფერმა, დამიწვეს სახლი, დამიმტვრიეს მანქანა.. საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს." - აცხადებს მამა გრიგოლი.

 

დაზარალებული სასულიერო პირი აცხადებს, რომ პროკურატურა დამკვეთების შესახებ უნდა დაინტერესდეს, ხოლო შემსრულებელთან პრეტენზია არა აქვს.

 

,,ის, ვინც ამ ფაქტების უკან დგას, უნდა გამოაშკარავდეს და რა ზიანიც მომაყენეს ამდენი წლების განმავლობაში, აანაზღაურებინონ. დამკვეთები არ გაჩერდებიან" - დასძენს სასულიერო პირი და გვპირდება, რომ ყველა იმ მასალას გადმოგვცემს, რაც ადგილობრივი სასულიერო პირების ბიზნესსაქმიანობას ეხება.

 

,,ჩემი მეურნეობა აღიზიანებთ და მალე ყველა ნახავს იმ ბიზნესებს, რომლების უკანაც ისინი დგანან, ვინც მე მებრძვის. რამდენიმე დღის წინ 500 ლარით იმიტომ დამაჯარიმეს, რომ ჩემ ნაკვეთში, სადაც კომბოსტო მომყავს, წყალი შედიოდა. ვიღაცამ სპეციალურად რუს წყალი გადაუშვა და წყალმომარაგების კომპანიამ უნებართვოდ მორწყვის გამო დამაჯარიმა" - აცხადებს მამა გრიგოლი.

 

 

იხ. ამავე თემაზე:

 

სასულიერო პირის მანქანას თავს დაესხნენ

Print

სტატიის გამოყენების პირობები