გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ასარჩევად 127 უბანი გაიხსნება
გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად მე-15 მაჟორიტარულ ოლქში
127 უბანი გაიხსნება. ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის
წარმომადგენელმა, ლევან ისაკაძემ გვითხრა.
მისი თქმით, ამ 127 უბნიდან 39 უბანი კასპის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, დანარჩენი 88 უბანი - გორის
მუნიციპალიტეტში.
ლევან ისაკაძის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი
უბნებიც გაიხსნება, რომლის ამომრჩეველი ამომრჩეველი ხაშური-ქარელის
მაჟორიტარს აირჩევს:
,,ჩვენთან, საოლქო კომისიაში 106 უბანი შემოდიოდა. მაჟორიტარულ
არჩევნებზე 18 უბანი მოგვაკლდა. სამაგიეროდ, დაგვემატა კასპის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 39 უბანი" - ამბობს ლევან
ისაკაძე.
სტატიის გამოყენების პირობები