ახალი ამბები
სოფელ ხიდისთავში გარდაცვლილი მამაკაცი ხევში იპოვეს

 

115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

თანასოფლელების მიერ გავრცელებულ ვერსიაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ნუგზარ ტლაშაძე საუბრობს:

 

,,საკუთარი ძროხები დაჰყავდა ხოლმე საცოდავს. გუშინ იპოვეს ხევში მკვდარი და რქებით დაუჩეხია ბუღას. ეს ამბავი ზედაველის მინდვრებზე მოხდა. ყველა ასეა დარწმუნებული" - აცხადებს ნუგზარ ტლაშაძე.

 

,,ეს კაცი თანასოფლელმა ხევში ჩავარდნილი და გარდაცვლილი იპოვა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს" - გვითხრა შსს პრესსამსახურის წარმომადგენელმა. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები