6-თვიანი უკანონო პატიმრობის გამო არასრულწლოვანს, მორალური ზიანის
სახით, 7 ათას ლარს გადაუხდიან. ხოლო მატერიალური სახით - 6 ათას
ლარს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის
12 ივნისს მიიღო.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც უახლოეს წლებში, შიდა ქართლის
პროკურატურამ, გამამართლებელი განაჩენების გამო, ბიუჯეტი აზარალა.
სარჩელის მიხედვით, არასრულწლოვანი 1 მლნ ლარს ითხოვდა, საიდანაც 950
000 ლარი მორალური ზიანის, ხოლო 50 000 ლარი მატერიალური ზიანის სახით
უნდა ანაზღაურებულიყო.
16-წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2017 წლის
იანვარში დააკავეს. წინასწარი პატიმრობა მეორე დღესვე შეუფარდეს, ხოლო
6 თვის შემდეგ, უდანაშაულოდ სცნეს.
3 წლის განმავლობაში აწ უკვე დაზარალებული ახალგაზრდა მამაკაცი ზიანის
ანაზღაურებას ითხოვდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სტატიის გამოყენების პირობები