წარსულში: ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი
ხოჯევანიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ამის შესახებ
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს. ორგანიზაციამ
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ კვლევა დღეს
გაავრცელა.
ორგანიზაციის ინცორმაციით, ხოჯევანიშვილი 5 კომპანიაში ფლობს წილებს,
ხოლო მისი მეუღლე ერთი კომპანიის მეწილე და ერთის დირექტორია. გიორგი
ხოჯევანიშვილს სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსით შევსებულ 2019 წლის
დეკლარაციაში ყველა კომპანია დეკლარირებული აქვს და საკუთარი წილები
კანონის მოთხოვნის დაცვით მართვის უფლებით სხვა პირისთვის აქვს
გადაცემული.
შპს "გაზლენდს" 2013-2018 წლებში საწვავის შეძენის 8 სახელმწიფო
ტენდერი აქვს მოგებული საერთო ღირებულებით 144,596 ₾. 2012-2020
წლებში ამ კომპანიას მიღებული აქვს 18,000 ₾-ზე მეტი ღირებულების
პირდაპირი შესყიდვის 119 მცირე კონტრაქტი, ასევე საწვავზე.
გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლის ბიზნესპარტნიორმა გიორგი გაბუნიამ (შპს
"ნორბის" 42.5%-ის მფლობელი) 2016 წლის ივლისში 59,000₾ შესწირა
ქართულ ოცნებას.
სტატიის გამოყენების პირობები