ქალაქ გორში სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში 1-ელ ოქტომბერს დაიწყება
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე
გადაიდო. მანამდე საგანმანათლბელო დაწესებულებები 15 სექტემბრიდან
დისტანციურად იმუშავებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე
განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში
სასწავლო პროცესი კიდევ 2 კვირით გადაიდო.
"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში
დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს
მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე
მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", -
აღნიშნა მან.
სტატიის გამოყენების პირობები