9 ივნისს გორში მომხდარი ჩუხბის დროს დაშავებული ერეკლე თედლიაშვილი
სამთვიანი მკურნალობის შემდეგ წუხელ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში
გარდაიცვლა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო და იმყოფებოდა
კომატოზურ მდგომარეობაში.
მომხდარ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა 10 ივნისს
დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით.
დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა, გორში მდებარე რესტორან
„ჟოზეფში". ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ დრომდე საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობდა.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე 15 სექტემბერს არის ჩაინიშნული.
სტატიის გამოყენების პირობები