ახალი ამბები
გორელი პედაგოგები აჭარიდან COVID-19-ის გარეშე დაბრუნდნენ
გორის სკოლების ყველა იმ პედაგოგის ანალიზის პასუხი, რომლებიც 20 აგვისტოს შემდეგ დაბრუნდნენ აჭარის რეგიონიდან, არის უარყოფითი.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მის კომპეტენციას არ წარმოადგენს იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფი პედაგოგების სკოლაში გაშვებას ეხება.

აჭარაში 20 აგვისტოს შემდეგ ეპიდემიამ იფეთქა. საზღვაო კურორტებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდეს. სკოლის ხელმძღვანელებს იმ პედაგოგების მოძებნა დაევალა, რომლების დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სკოლების ადმინისტრაციას დაახლოებით 125-მა პედაგოგმა აჭარაში მოგზაურობის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა.

პედაგოგებისგან განსხვავებით, კორონავირუსით დაინფიცირდა სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა. ის რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. მასთან ერთად კიდევ ორი მედდა დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ფილიალის წარმომადგენლებმა კონტაქტები დროულად გამოავლინეს და ექიმის კლასტერი შიდა ქართლში მეტად აღარ გაზრდილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები