ახალი ამბები
გორში ცეცხლი იმ ბინაში გაჩნდა, სადაც მწოლიარე ქალი იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.

სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს.

მის მდგომარეობას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე, გამოიყვანეს 2 მამაკაცი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი.

წყარო: პრესსამსახური
Print

სტატიის გამოყენების პირობები