გაზაფხულზე დაწყებულ ნისიების თანხებს შემოდგომაზე იღებს.
,,მოსავალი როცა მოჰყავთ, მაშინ მიხდიან თანხას. ხან იმასაც ვერა" - ამბობს რობიზონ გიგოლაშვილი.
კასპის რაიონის სოფელ სარიბარი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ამ სოფელში როგორც ოსური, ისე ქართული და შერეული ოჯახები ცხოვრობს.
,,იქით, ორჭოსანის მხარეს ჩემი და ცხოვრობს. მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი გვაქვს. ძმაკაცებიც იქ მყავს. მაგალითად, ჩემი ძმაკაციც ტრაქტორისტია. როცა მიწას ვამუშავებთ ხოლმე, ერთმანეთს ველაპარაკებით იმ მანძილზე" - ამბობს რობიზონ გიგოლაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები