ახალი ამბები
,,მყიდველი არ არის" - ლევან თარხნიშვილი იოსებ მაკრახიძის ბაზარში
გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ გორის ბაზარზე მყიდველი არ დადის. ამის შესახებ წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გუშინ გამართა. 

თარხნიშვილი კანდიდატად ,,ევროპული საქართველომ" დაასახელა და რამდენიმე დღეა უკვე ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა საარჩევნო უბნების ამომრჩეველს ხვდება.

,,მყიდველი არ არის. ხალხს ფული არ აქვს. ცვლილებების დროა. მეტი ფული ხალხს და ბიზნესს, ნაკლები ბიუროკრატიას.'' - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

სავაჭრო ცენტრი ,,გეორგია 21-ე" გორის ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ოჯახს ეკუთვნის. 33%-იანი წილი პარლამენტარმა ჯერ მეუღლეს გადაუფორმა, შემდეგ კი, მეუღლემ შვილიშვილს აჩუქა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები