ახალი ამბები
საკრებულოს წევრს ,,სიცოცხლის წყაროს" გვერდით სახლის ყიდვა უნდა

 

უბანში წყარო ჩამოდის, რომელსაც ადგილობრივები ,,სიცოცხლის წყალს" უწოდებენ. იქვეა ცაცხვისა და აკაციების ხეები.

 

,,სიცოცხლის წყალი აქ არის, აკაცია და ცაცხვის ხეებიც არის, ფუტკარიც არის, მეტი რაღა გინდათ" - გამოელაპარაკნენ მომავალი მეზობლები საკრებულოს წევრს.

 

,,მე მგონი ეს გზაც გაკეთდება" - უთხრა საკრებულოს წევრმა ადგილობრივებს. გზა სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესში გადათხარეს, თუმცა როგორც ,,სიცოცხლის წყაროს" უბნის მცხოვრებლები აცხადებენ, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს.

 

,,მაკავშირები სიტყვები ,,თუ" და ,,მე მგონი" არ უნდა გამოიყენებოდეს. ეს გზა ,,მე მგონი" და ,,თუ" კი არა, არამედ აუცილებლად უნდა გაკეთდეს" - უთხრეს ზურაბ ქველაძეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები