სოციალური დახმარება მოხსნილი აქვს. მარტო ცხოვრობს ქმრისგან დატოვებულ სახლში. შვილი სამუშაოდ რუსეთში წავიდა.
,,ადრე მეხმარებოდა ჩემი შვილი, ფულს მიგზავნიდა, მაგრამ ახლა თვითონაც უჭირს და მე ვეღარ მეხმარება. იძულებული ვარ ჩემ თავს მე მივხედო" - ამბობს მარიამ მწერაძე.
პენსია წინასწარ 2 ათასი ლარის ოდენობით გამოიტანა. თანხა ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალებისას საფლავის მოსაწესრიგებლად დაჭირდა და ბანკიდან წინასწარ გამოიტანა.
,,ახლა რაც მერიცხება პენსია, ბანკს მიაქვს, მე აღაფერი მრჩება. სოციალური დახმარება როცა მქონდა, იმით გამქონდა თავი." - ამბობს მარიამ მწერაძე.
სტატიის გამოყენების პირობები