ახალი ამბები
ენმ-მ კასპში ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ აქცია გამართა
კასპის ცენტრში ნაცინალური მოძრაობის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ახალ კამპანიას შეუერთდნენ, რომლის სახელწოდებაა ,,გადამგდები ბიძინა". როგორც ცნობილია, 2012 წლის 1 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნები მოიგო.

აქციის წევრები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გაცემული დაპირება არ შეასრულა. აქციის ორგანიზატორია ენმ-ს კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუგზარ ნონიაშვილია.

,,ბიძინა ივანიშვილი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრასთან ერთად, კომუნალურები გადასახადების განახევრებას დაგვპირდა, თუმცა ყველა დაპირება დაივიწყა და ხალხი გადააგდო." - განაცხადეს მათ.

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს იბრძოდა, აცხადებს, რომ დღეს ,,ქართულ ოცნებაში" ძირითადად ნაციონალები არიან.

,,პირველი ოქტომბერი ნაცების გადაგდების დღე. 2012-ში ბოლომდე მოვიშორებდით მეგონა.. ბედნიერი ვიყავი მაშინ... როცა მოვიგეთ სიხარულისგან ვტიროდი... ახლა ქოცები უფრო ბევრი ყავს ოცნებას ვიდრე ნამდვილები... მშვიდობაში მოიხმარეთ პორტირებულები..." - აცხადებს ნინო მამასახლისი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები