ახალი ამბები
საპროტესტო აქცია ხელთუბანში
ხელთუბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი შეხვდა.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

ისინი მოწეული მოსავლის, ხილის და ბისტნეულის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რის გამოც ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

დეპუტატობის კანდიდატი მათ იმ პროგრამაზე ესაუბრა, რაც მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას ითვალისწინებს. ხელთუბნის მოსახლეობა არჩევნებზე აქტიურ მონაწილეობას და ცვლილებებისთვის მზადყოფნად გამოთქვამს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები