ახალი ამბები
პატრიოტთა ალიანსმა ხაშური-ქარელის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა
შიდა ქართლში, პატრიოტთა ალიანსს მაჟორიტარობის კანდიდატი ორივე ოლქში ეყოლება. ხაშური-ქარელის ოლქის კანდიდატის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამ ოლქში დეპუტატობისთვის ელიბო ტატურაშვილი იბრძოლებს. რაც შეეხება გორი-კასპის ოლქს, აქ კანდიდატია კობა მაზანაშვილია.

დღეს პატრიოტთა ალიანსმა შეკრება თავისუფლების მოედანზე გამართა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა და განაცხადა, რომ მართი პარტია სიღატაკეს დაამარცხებს.

"ჩვენ შევქმნით საშუალო ფენას, ქვეყანაში გაჩნდება ბევრი შეძლებული ადამიანი, ჩვენ შევქმნით მშვიდ, ქართულ საზოგადოებას, არ გვინდა გაყიდული საქართველო, ჩვენ ავაშენებთ ხიდებს სოხუმთანაც, ცხინვალთანაც...ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ძალა, პირველი ძალა არის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", - განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.

ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატები სხვა პარტიებსაც ჰყავთ წარდგენილი.

,,ქართული ოცნება - ზაალ დუგლაძე,

,,ლელო საქართველოსთვის" - კახა კოჟორიძე.

გაერთიანებულ ოპოზიციას - ნატო ჩხეიძე.

,,გირჩი' - ნიკა მოსიაშვილი

ნინო ბურჯანაძე - ალექსანდრე ჩხიკვაძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები