ახალი ამბები
გორში მეცნიერებათა სკოლა გაიხსნა [R]
,,მეცნიერებათა სკოლა“ არის თანამედროვე მოთხოვნებსა და ტენდენციებზე მორგებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თავისუფალ და ტოლერანტულ გარემოში შეიძინონ მაღალი ხარისხის განათლება, მიიღონ კლასგარეშე გამოცდილება და ის კომფორტი, რომელიც სასწავლო პროცესებში საჭიროა. სკოლას პრიორიტეტად დასახული აქვს გაძლიერებული სწავლება უცხო ენებზე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნებზე (ფიზიკა. ქიმია.ბიოლოგია).

მაღალ კლასებში მოსწავლეები გაძლიერებულად მოემზადებიან უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებში სწავლისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურით და საჭირო ივენტარით აღჭურვილი სკოლა 345 მოსწავლეზეა გათვლილი.

თითოულ კლასი მაქსიმუმ 15 მოსწავლით იქნება დაკომპლექტებული. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახლად გახსნილმა სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მზად არის 15 სექტემბრიდან მოსწავლეები მიიღოს 1-დან მე-12-ე კლასის ჩათვლით. 15 სექტემბრამდე დარეგისტრირებულმა მოსწავლემ სკოლისგან მიიღო 500 ლარიანი ვაუჩერი. სასწავლო წლის დაწყებისთანავე ყველა მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა სასკოლო სახელმძღვანელოები. სკოლა სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკმენდაცებს, რომელიც კორონავირუსის გამო შემუშავდა საჯარო და კერძო სკოლებისთვს.

სასწავლო პროცესი დაიწყება დილის 9 საათიდან და გაგრძელდება საღამოს 6 საათამდე. სკოლის მოსწავლეებ უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით და 2-ჯერადი კვებით.

გარდა ამისა მოსწავლეს შეეძლება მისი სურვილისამებრ დამატებით იაროს სპორტულ ან სახელოვნებო წრეზე (ცეკვა, ჭადრაკი, ხატვა, მუსიკა, კალათბურთი და ა.შ.) უფასოდ. წელიწადში რამდენჯერმე მოსწავლეები ივლიან სასწავლო პროგრამის შესაბამის ექსკურსიებზე უფასოდ.

სწავლის საფასურის გადახდა წლიურად შეადგენს 2 000 ლარს და იქნება მშობელზე მორგებული გადახდის სისტემა.

სწავლის გადასახადი მოიცავს:


ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
ორჯერად კვებას;
უფასო სასკოლო წიგნებს;
ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას;
ორჯერად ჯანსაღ კვრბას;
უფასო სასწავლო სახელმძღვანელოებს;
უფასო ექსკურსიებს;
ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას;


სკოლაში მუსულ მოსწავლეებს და მშობლებს დახვდებათ:

პროფესიონალთა გუნდი;
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები;
თანამედროვე მოთხოვნებსა და ტენდენციებზე მორგებული საგანმანათლებლო სივრცე;

მსურველები რეგისტრაცისთვის შეგიძლიათ მიბრძანდეთ გორში, გორგასლის N1-ელში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები