ახალი ამბები
,,დამფუძნებელი კრების ქალები" - სუხიშვილის უნივერსიტეტში

 

 

ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ გახსნეს.

 

გამოფენა პატივს მიაგებს პირველ ქართველ პოლიტიკოს ქალებს.

 

1919 წელს ჩატარებული არჩევნები უნიკალური მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა. შედეგად, დამფუძნებელი კრების წევრად 5 ქალი იქნა არჩეული: ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე და ანა (ოლა) სოლოღაშვილი.


საგამოფენო მასალა მომზადდა პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით.

 

ღონისძიება გაიმართა ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ერთობლივი  პროექტის „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“ ფარგლებში.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები