ახალი ამბები
,,დიდი სტალინი" საკრებულოს სხდომაზე

 

საკრებულოს წევრებმა, ოპოზიციამაც და პოზიციამაც ,,საშუალო" გამოიყვანეს. ეს ფრაზა ,,ქართული ოცნების" წევრს, მწერალს ვანო ჩხიკვაძეს ეკუთვნის. 14 წევრიდან 13-მა უარი თქვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტალინის ძეგლის დადგმის გადაწყვეტილებაზე.

 

ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც 2010 წლის ივნისში ,,ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ ჩუმად აიღო, კულტურის სამინისტროს ექსპონანტის სახით გადაეცემა.

 

საზოგადოება ,,გორელების" წევრები იმით დაამშვიდეს, რომ მუნიციპალიტეტი კულტურის სამინისტროს წინაშე შუამდგომლობით წარსდგება, რათა ძეგლი, როგორც სამუზეუმო ექსპონანტი, მუზეუმის ტერიტორიაზე დაიდგას.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები