ახალი ამბები
რატომ ურჩევნიათ სააკაშვილის მთავრობა ტახტისძირში

 

,,ნაციონალების" პერიოდში თითქმის ყველა ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნა - ამბობს ზაზა გულიაშვილი - ,,რომც გაემარჯვათ ნაციონალებს იმ პერიოდის არჩევნებში, ეს პროგრამა ძალაში 2012 წლის დეკემბრამდე დარჩებოდა. 2012 წლის დეკემბერს კი ჩვენი კოალიცია იყო ხელისუფლებაში. მოხდა ხელახალი გადამოწმება და ვისაც არ ეკუთვნოდა, მოეხსნა. ამიტომ არიან ალბათ ჩვენზე გაღიზიანებული" - განმარტავს გამგებელი.

 

მოსაწესრიგებელი გზები, ანტისანიტარია და სოციალური დახმარების მოლოდინში მყოფი მოსახლეობა. ასეთი ვითარება დაგვხვდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში.

 

 „ხშირი მოხრეშვით გზა ამაღლდა. შესაბამისად. წვიმის დროს, ქუჩებიდან წყალი ეზოებში შემოგვდის, ჩვენ მოასფალტებას ვითხოვთ. საშინელი მდგომარეობაა წვიმის დროს. გავლა შეუძლებელია.“ - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი  ლია გამრეკელაშვილი. საუბარია სოფლის შიდა გზაზე.

 

 „წეღან კინაღამ თავი გაუტეხა კაცს, ქვა რომ გამოიქნია მანქანამ“ - ეს კომენტარი ტახტისძირელს მერაბ მედოიძეს ეკუთვნის, რომელიც ე.წ. ბირჟაზე,  თანასოფლელებთან ერთად, ყოფით პრობლემებს განიხილავდა.

 

სოციალური დახმარები მოხსნის, სანაგვე ურნებისა და ნაგავმზიდი მანქანების არარსებობის გამო, ტახტისძირელებს წინა მთავრობა მოსწონთ.

 

 „ფქვილიც მოქონდათ და, რაც შეეძლოთ, ზეთითაც გვეხმარებოდნენ.  3 თვეში ერთხელ მოდიოდნენ, დიდი ოჯახები 10 ტომარა ფქვილს იღებდნენ.“

 

მოსახლეობის ნაწილს კი პრეტენზია სოციალური მოსმსახურების სააგენტოსთან აქვს:  „დახმარებები მოგვიხსნეს, აგენტი მოვიდა და 20 ტომარა ლობიო დაინახა, რომელიც ჩემმა შვილმა მეგობართან ერთად მოიყვანა. ამდენი ტომარა რომ დაინახა ძალიან ბევრი ეგონა და დახმარება მომიხსნა“. - ამბობს ლია გამრეკელაშვილი.

 

მოსახლეობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს,ზაზა გულიაშვილს. სოფელში ბუნებრივი აირის, ინდივიდუალური გამრიცხველიანობის და საბავშვო ბაღის არსებობას ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებად თვლის"

 

„ეს სიკეთეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაკეთდა. გაზიფიცირება წელს დასრულდა, 3 წელია ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებაში აღარ არის. სოფელში სხვადასხვა სახის პროექტები ჩვენი მთავრობის პერიოდში გაკეთდა“.ამბობს გულიაშვილი.

 

სოციალური დახმარების საკითხთან დაკავშირებით ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილზე სოციალური დახმარება ნაცნობობით და პარტიული ნიშნით ინიშნებოდა.

 

,,აქედან გამომდინარე, გადაცდომები იყო. წელს მიმდინარეობს შემოწმება და ვისაც ნამდვილად სოციალური დამხარება ეკუთვნის, იმას დარჩება დახმარება. ჩემი ვარაუდით, წინა მთავრობამ სოციალური დახმარება ხალხის გასაჩუმებლად დაარიგა" - აცხადებს გამგებელი.

 

ტახტისძირში მდინარე ფრონე ნაგავსაყრელად იქცა.  სოფელში არც ურნებია და არც ნაგავმზიდი მანქანები დადის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები