რამდენიმე წუთის წინ, გორში ავარია მოხდა.
კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე ,,ბე ემ ვე"-ს მარკის
ავტომობილი ,,აუდი"-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, ,,აუდი"-ს მარკის ავტომობილმა გზა გადაუჭრა
,,ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილს, რის შედეგადაც შეჯახება მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მეათე
ნაწილით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები