ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, სიმონ გულედანმა წერილობით გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, აქედან 2 პაციენტს აქვს შიდა ქართლში მხოლოდ იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტობრივი შემხებლობა არ ჰქონია რეგიონთან.

2 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 8 პირის ინფიცირების წყაროს შესახებ მიმდინარეიბს ეპიდკვლევა, აღნიშნული 8
პირიდან უმეტესობა გატესტილია თბილისში სხვადასხვა ლაბორატორიაში.

,,ამჟამად შიდა ქართლში სულ გვყავს 153 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი, მათგან 37 მკურნალობს ბინაზე. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, 787 პირია გადაყვანილი თვითიზოლაციაში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. გარდაიცვალა - 11 პაციენტი. 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი გარდაიცვალა, ბათუმში -3, იმერეთში- 2, გორში - ერთი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები