კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევიდან 226 აჭარაში დაფიქსირდა,
397 კი თბილისში. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული
განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ისაუბრა.
მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა
მოიმატა.
„ აჭარაში - 226 ახალი შემთხვევაა, თბილისში- 397 , იმერეთში - 232,
სამეგრელო ზემო სვანეთში - 27, შიდა ქართლში - 14, ქვემო ქართლში -
20, მცხეთა-მთიანეთში- 15, კახეთში-13 , სამცხე-ჯავახეთში არის- 8,
გურიაში-6 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი. კორონავირუსით, კიდევ 4 ადამიანი
გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი,
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების
რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები