ახალი ამბები
გორში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა - 1 კასპში
შიდა ქართლის რეგიონში ახალი, 15 შემთხვევიდან 14 გორს ეკუთვნის, 1- კასპს. შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, სიმონ გულედანი ამბობს, რომ უმრავლესობას თბილისთან ჰქონდა კონტაქტი.

მისი თქმით, რეგიონში ამჟამად 207 კოვიდინფიცირებულია, აქედან 38 კასპში, 5 - ხაშურში. დანარჩენი - ქალაქ გორსა და მის მუნიციპალიტეტში.

სიმონ გულედანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვისა და შეკრებისგან. 

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები