ახალი ამბები
,,გააკეთონ, თორემ არავის ვაპატიებ" - მარტოხელა ქალბატონის თხოვნა

 

,,ვერც ქარელში ჩავდივარ და ვერც თბილისში მივდივარ, თორემ ნახავენ ეგენი, რა დღეში ჩავაგდებ" - გვეუბნება ნანული ჟღენტი. გვერდში მდგომი ადამიანი, მეუღლე ახლახანს დაეღუპა. ამიტომ, უმწეობის შეგრძნების გამო, ტირილს ვერ იკავებს.

 

,,ჩემი სახლის კედლის ძირში მიწა გათხარეს, აქ დადიოდა დიდი მანქანები და ნახეთ, გადაიღეთ რაც ქნეს?" - ამბობს მოხუცებული ქალბატონი.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ, წარმომადგენელს ტელეფონით დაელაპარაკა. შემდეგ კი განაცხადა, რომ ჯერ არავინ იცის, ეს სახლი სამშენებლო სამუშაოებმა, 2008 წლის აგვისტოს ომმა თუ სიძველემ დააზიანა.

 

,,როგორც მე გავარკვიე, ამ ქალბატონს, ანალოგიური მოთხოვნით 2010 წელს აქვს წერილი შემოტანილი. მაშინ იქ გზისა და გაზიფიცირების სამუშაოები არ ჩატარებულა. თუ ომისგან დაზიანდა, ეს პროგრამა ამჟამად აღარ ხორციელდება. მუნიციპალიტეტს კი სახსრები არა აქვს, რომ კერძო სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტაროს" - განაცხადა გამგებელმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები