ახალი ამბები
,,ჩემი შვილი დაჩაგრეს" - პირველ კურსელის დედა თვაურებიდან

 

გიორგი თვაური გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ თვაურებში ცხოვრობს. დაწყებითი განათლება ამავე სკოლის დაწყებით საჯარო სკოლაში მიიღო. შემდეგ, ზოგადი განათლების მისაღებად, მეზობელ სოფლის, ლამისყანას საჯარო სკოლაში გააგრძელა სწავლა. უმაღლეს სასწავლებელში სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა.

 

,,რამდენჯერაც ჩავედით განათლების სამინისტროში, გვითხრეს, რომ ჩვენმა შვილმა კონფლიქტის ზონაში მდებარე სკოლა არ დაამთავრა, შესაბამისად, გვითხრეს, რომ არც დაფინანსებას მიიღებსო" - აცხადებს ირმა კუდუხაშვილი.

 

გიორგი თვაურის დედას აინტერესებს,  გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების კატეგორიაში სოფელი თვაურები რატომ არ შედის.

 

,,არ არის ჩვენ სოფელში საჯარო სკოლა და როგორ დაამთავრებდა თვაურების საჯარო სკოლას?" - კითხულობს ირინა კუდუხაშვილი.

 

პირველი კურსელის დედამ შეგროვებული საბუთები დღეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩააბარა. როგორც ირკვევა, განათლების სამინისტროს დაფინანსების მიმღებთა სია ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მიაწოდოს.

 

45 კომლიან სოფელში ერთადერთი პირველ კურსელი გიორგი თვაურია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები