ახალი ამბები
,,მთავარი არხის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ,,ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრები ამოიცნეს
ტელეკომპანია ,,მთავარის არხის" ოფისთან გამართულ აქციაზე ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ qartli.ge-ს ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს. მათი თქმით, ე.წ. ,,გაბრაზებული მოქალაქეები'' სინამდვილეში მმართველი გუნდის წევრები არიან.

კადრებში, რომელიც ჟურნალისტებმა აქციის მიმდინარეობისას გადაიღეს, სწორედ, გორელი აქტივისტები ჩანან. ესენი არიან ფარნა მახოხაშვილი, ვოვა ჯანეზაშვილი და ბესიკ მერებაშვილი. ერთი უშუალოდ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრი, მეორე - ბოქსიორი, მესამე კი, - ტაქსის მძღოლი.

ფრიდონ მახოხაშვილი ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, რომელიც გორში, ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდა. ელისაშვილი გორის ბაზარში იმყოფებოდა და აღნიშნავდა, რომ ბაზრის მფლობელი, დეპუტატი იოსებ მაკრახიძე კორუფციაშია ჩაფლული. ელისაშვილს მაშინ მაკრახიძის მხარდამჭერები დახვდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

მთავარ არხთან გამართულე აქციაზე აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ მათი პროტესტის მიზეზი ტელეკომპანიის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები