ახალი ამბები
1 ნოემბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 62 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 1 ფაქტი დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 24 ადამიანი.

,,ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. გარდაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირია.'' - გვითხრეს შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან.

ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 908 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას გადის 427 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 56 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1423 ადამიანი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები