ახალი ამბები
დვანში, აგარასა და ზემო ხვედურეთში ,,ქართული ოცნება" დამარცხდა - ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დვანსა და აგარაში ტრადიციულად ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა.

ზემო ხვედურეთში კი ყველაზე მეტი მხარდამჭერი ,,თავისუფალ დემოკრატებს" ჰყავთ. კიდევ ერთი უბანი, სადაც მმართველი ძალა დამარცხდა, ქარელის 38-ე უბანია.

კონკრეტულად შედეგები ასეთია:

სოფელ დვანში 1348 ამომრჩეველია, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარი 351-მა ამომრჩეველმა, ხოლო ,,ქართულ ოცნებას" – 345-მა მოქალაქემ დაუჭირა.

სოფელ აგარაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 283-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო ქართულ ოცნებას - 186-მა.

ზემო ხვედურეთში, სადაც 1251 ამომრჩეველია, ,,თავისუფალ დემოკრატებს" – 240-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, შემდეგ მოდის ,,ნაციონალურ მოძრაობა"" 180 ხმით, ხოლო ,,ქართულ ოცნებას" – 155-მა მოქალაქემ მისცა ხმა.

ქარელის 38-ე უბანზე 718 ამომრჩევლიდან ნაციონალურ მოძრაობას 183-მა, ხოლო ,,ქართულ ოცნებას" – 140-მა დაუჭირა მხარი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები ამჟამად ქარელი-ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში შედის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები