ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილს გორი-კასპის ოლქში 20 590 მხარდამჭერი ჰყავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გორი-კასპის ოლქში ,,გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ბადრი ბასიშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

თუმცა, მეორე ტური არ გაიმართება. ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ლიდერმა ოლქში 20 590 ხმა მოიპოვა.

ბასიშვილი შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება.

,,გამყალბებელ ხელისუფლებას ვაიძულებთ აღიაროს მოპარული არჩევნები, ვერ შეირგებთ ბინძური ფულით, კრიმინალებით ნაყიდი ხმებით და ოქმებით გაყალბებული შედეგის დაწერას! არცერთი კანდიდატი მეორე ტურში არ გაყვება გამყალბებლებს და არავინ პარლამენტში არ უნდა შევიდეს ოპოზიციიდან! 8 ნოემბერს 15:00 საათზე ყველანი პარლამენტის წინ'' - აცხადებს ბასიშვილი.

დათვლილია 129-ვე უბანი. გორი-კასპის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 31 ოქტომბრის 20 საათის მონაცემებით 57.25%-ია. საარჩევნო უბნებზე 77 743 მოქალაქე მივიდა.

სულ მაჟორიტარულ ოლქში 135 795 ამომრჩევლია რეგისტრირებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები