ახალი ამბები
4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება
4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.  გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

,,პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედებს." - განაცხადა ცქიტიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები