ახალი ამბები
გორის ოლქში ,,შესწორებები" 10 უბნის მაჟორიტარულ ოქმში შეიტანეს
ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები კომისიის წევრებმა 1 ნოემბერს ჩაასწორეს. შესწორებულია 10 მაჟორიტარული ოქმი, სულ გორის საარჩევნო ოლქში 88 უბანია.

ჩასწორებულ ოქმების უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა ნაკლებია ბიულეტინების რაოდენობაზე,

მაგალითად, #4 უბანზე, რომელიც ჭალის დასახლებაში იყო გახსნილი, უბანზე მისულ ერთიან ამომრჩეველთა სიაში ახლდა 1 ხელმოწერა. ეს მაშინ შეიტყვეს, როდესაც ბიულეტინები დათვალეს.

#5 უბანზე (მეექვსე საბავშვო ბაღი) - ანალოგიურად უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიაში ,,დააკლდათ" ერთი ხელმოწერა.

ოქმში ჩაასწორეს #18 უბანზე, რომელიც მეცხრამეტე საბავშვო ბაღშია გახსნილი. აქ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატს ეწერა 9 ხმა და დაუწერეს 209.

38-ე უბანზე (სოფელი დიცი) შეასწორეს უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. კერძოდ, იყო 398 და ჩაწერეს 394.

52-ე უბანზე (სოფელი კარბი),  მისულ ამომრჩეველთა სიის გრაფაში ეწერა 522 და დაწერეს 523.

76-ე უბანზე (სოფელი სათემო) ბათილად წერია 24 ბიულეტინი, ნაცვლად 16-ისა.

80-ე უბანზე (სამუსიკო კოლეჯი) კანდიდატ ოქრუაშვილს ეწერა 15 ხმა, ნაცვლად - 13-ისა.

89-ე უბანზე (სოფელი ზერტი) - კანდიდატ ბოგველს ეწერა 0 ხმა, ნაცვლად 2-ისა; ასევე, ამავე უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატს ეწერა 148 ხმა, ნაცვლად 185 ხმისა.

96-ე უბანზე (მეათე საჯარო სკოლა) - უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიის გრაფაში ეწერა 452 და ჩაასწორეს 456-ით.

107-ე უბანზე (სპეცსია) - ამომრჩეველთა სიის გრაფაში ეწერა 130, ნაცვლად 185-ისა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები