დღეს შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი
ინფიცირებულთა რაოდენობაა 133, მათ შორის: ნაწილი დადასტურებული
შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა.
ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 24
საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 35 ადამიანი. თვითიზოლაცია კი
მოეხსნა 198 პირს.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 1134. მათ შორის - 545 პაციენტი
მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა -
1384 ადამიანი.
24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის
გარდაცვალება - 0 ადამიანი. დღის განმავლობაში აღებული ტესტების
რაოდენობა - 0
ახალი ინფიცირებულების 43 კონტაქტი იქნა დადგენილი, ყველა მათგანი
გადავიდა თვითიზოლაციაში.
სტატიის გამოყენების პირობები