ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში მრავლობითი მოტეხილობებით ჯარისკაცი შეიყვანეს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი შეიყვანეს, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეს ავარია შეემთხვა:

,,დათხოვნაში ყოფნის პერიოდში არასამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

ტრავმატოლოგის განყოფილების ექიმებმა სამხედრო მოსამსახურეს, მარცხენა ბარძაყის, მხრის და იდაყვის ძვლების მოტეხილობების გამო, ოპერაცია ჩაუტარეს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურს ამ ავარიის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები