ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის 9 სტუდენტი ბადრი პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი გახდა
გორის უნივერსიტეტის 9 წარჩინებულ სტუდენტს ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ფონდი დააფინანსებს. ამის შესახებ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. 

სტიპენდიანტ სტუდენტებთან ოფიციალურ შეხვედრას ფონდის წარმომადგენლები 5 ნოემბერს გეგმავენ.

,,მიმდინარე წლის ივლისში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში აღნიშნულმა ფონდმა დააფინანსა გორის უნივერსიტეტის განათლების მიმართულების 9 წარჩინებული სტუდენტი. 5 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება მხარეებს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი. შეხვედრას დაესწრებიან მხარეთა წარმომადგენლები და სტიპენდიანტი სტუდენტები.'' - გვაცნობეს უნივერსიტეტიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები