ატენის ხეობაში სტიქია 2015 წლის 11 ივნისს მოხდა. ღვარცოფებმა ხიდები დააზიანა. გამგეობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, მთლიანად, ატენს მოხმარდა. წედისი კი უყურადღებოდ დარჩა.
სოსო ვანიშვილი იმ დოკუმენტებს აგროვებს, რომლითაც გამგებელს დავით ონიაშვილს მიმართა. პირველი წერილი ვანიშვილმა 2015 წლის ივლისში გააგზავნა.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ალეკო ვეშაპური ამბობს, რომ თანხები მუნიციპალიტეტს არ ეყო. ,,ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვენახევრის წინ, დამატებითი თანხების გამოყოფის მიზნით, მივმართეთ. იქიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია" - აცხადებს ვეშაპური.
თვენახევრის წინ პირველი სექტემბერი იყო. სტიქიიდან კი სამი თვე იყო გასული.
სოფლის წარმომადგენელი ,,ქართული ოცნებიდან" სოსო ვანიშვილი ამტკიცებს, რომ გამგეობამ პროექტები დაგვიანებით შეადგინა და, შემდგომ, დაგვიანებით გადააგზავნა სამინისტროში.
გამგეობა კი ამტკიცებს, რომ ხიდის პროექტები ზაფხულშივე შეადგინა, თუმცა ზაფხულის რომელ თვეს? - ივნისში, ივლისში თუ აგვისტოში, ეს არ ახსოვთ.
გაზაშვილებისთვის კი ეს ,,სისტემა" მიუღებელია და დროულ დახმარებას ითხოვენ, მით უმეტეს, ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების სრული მობილიზება სოფელ ატენში მოახდინეს.
,,ჩვენ მიყრუებულ სოფელში ვცხოვრობთ, როგორც ეგენი ფიქრობენ. ატენში ხალხი დადის, აქ კი - არა. ჩვენ მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით" - აცხადებს მურმან გაზაშვილი.
ალეკო ვეშაპურმა, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა იცის, რომ მათ მიერ სექტემბრის დასაწყისში გაგზავნილი მოთხოვნის წერილი ფინანსთა სამინისტროში გადააგზავნეს.
სტატიის გამოყენების პირობები