ახალი ამბები
ხაშურის ოლქში ,,ლელოს" წარმომადგენელი 16 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს
,,ლელო საქართველოსთვის" ხაშურის ორგანიზაციის წარმომადგენელი ხაშურში ოლქში შემავალ 16 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება იურისტმა მაია ახალკაცმა კომისიაში დადგენილ ვადებში შეიტანა.

საჩივრის მიხედვით, სადავო ოქმებში დარღვეულია ბალანსი, როგორც მაჟორიტარულ ნაწილში, ასევე პროპორციულ ოქმებში.

მაგალითად,

1. ალში, პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში 653 ხელმოწერაა, ხოლო ხმების რაოდენობა და ბათილ ბიულეტენების რაოდენობა ჯამში 652-ია. იგივე მდგომარეობა მაჟორიტარულ ოქმში.
2. გომში შედგენილ მაჟორიტარულ ოქმში 722 ხელმოწერა, ხოლო ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ჯამში 717-ია.
3. ვაყაში მაჟორიტარული ოქმის მიხედვით, 661 ამომრჩევლის ხელმოწერაა, ხოლო ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 657-ია.

იგივე სიტუაციაა ბაგა-ბაღის შენობაში გახსნილ უბანზე, შინდარას უბანზე, ხაშურ-გაზის უბანზე, ბორჯომის ქუჩაზე გახსნილ უბანზე, პროფკავშირების უბანზე, მე-9 საჯარო სკოლის უბანზე, სამხედრო კომისარიატის უბანზე, თევდრორე მღვდლის ქუჩაზე დ ა.შ.

შეგახსენებთ, ხაშური-ქარელის ოლქში მეორე ტური გაიმართება. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რომლითაც გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა.

ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველია, საარჩევნო უბანზე 60 942 მოქალაქე მივიდა.

აქედან ზაალ დუგლაძეს ხმა 28 925-მა (49.32%), ხოლო - ერთიანი ნაციონლური მოძრაობის კანდიდატს ნტო ჩხეიძეს - 17 536-მა (29.9%) ადამიანმა მისცა ხმა.

შემდეგ მოდის ლელოს კანდიდატი კახა კოჟორიძე - 5248 ხმით (8,95%); პატრტიოტთა ალიანსი - ელიბო პატურაშვილი 2032 (3,46%" ხმით.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები