ახალი ამბები
გორში მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ თბილისში დაგეგმილ აქციაში მიიღონ მონაწილეობა
გორის ცენტრალურ მოედანზე და ქალაქის ქუჩებში ,,ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის მსვლელობა მოაწყეს.

პარტიის წარმომადგენლები სიგნალებით და შეძახილებით მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხვალ თბილისში დაგეგმილ აქციაზე წავიდნენ და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააპროტესტონ.

კვირას 15:00 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ერთობლივი ოპოზიციური აქცია, რომელშიც მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია პროტესტს უცხადებს ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებს და მოითხოვს ხელახალი, სრულიად გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ეს არის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა, ამაზე აუცილებელია უმკაცრესი რეაგირება, რაც იქნება გარეთ, ქუჩაში და აქციის საშუალებით.
მონაწილე ოპოზიციური პარტიები:

- ევროპული საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია
-  გირჩი
-  ლელო საქართველოსთვის
- სტრატეგია აღმაშენებელი
- ლეიბორისტული პარტია
- გამარჯვებული საქართველო
- ერთიანი საქართველო
- ევროპელი დემოკრატები
- თავისუფალი დემოკრატები
-  კანონი და სამართალი
- რესპუბლიკური პარტია
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
- ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები




Print

სტატიის გამოყენების პირობები