ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. სააგენტო ,,რესის" ცნობით, პანდემიას 89-წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელმაც ახალ დაავადებას ვერ გაუძლო.

პანდემიის დაწყების დღიდან, დე-ფაქტო რესპუბლიკაში ვირუსით დაინფიცირდა სულ 1 311 ადამიანი, აქედან 1 221 ადამიანი დაინფიცირდა მას შემდეგ, როდესაც 2020 წლის 15 სექტემბერს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა.

ცხინვალის საავამდყოფოში ამჟამად 188 პაციენტი მკურნალობს, აქედან 28 პაციენტი ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული, 160 პაციენტი ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში მკურნალობს, რომელიც კოვიდკლინიკად გადააკეთეს. 11 პაციენტი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები