ახალი ამბები
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოტო არქივის გაციფრულება დაიწყო
გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ორწილიანი პროექტის განხორციელებას დაიწყო, რომლის სახელწოდებაა "გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა". პროექტს მხარს უჭერს ,,ლურჯი ფარის საქრთველოს ეროვნული კომიტეტი ფონდი - ALIPH (კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ალიანსი)

ფონდის მხარდაჭერით მუზეუმში ფოტო არქივის გაფიცრულება დაიწყო. ოფიციალური პრეზენტაცია გორში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურ რეჟიმში მუშაობას შეუდგნენ.

,,აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გორის მუზეუმისა და შიდა ქართლის 12-მდე მუზეუმის კატასტროფის რისკისთვის მზადყოფნასა და მართვას და გორის მუზეუმის კოლექციების დაცვის პირობების გაუმჯობესებას.'' - აღნიშნავენ ფონდში.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორია 1935 წლიდან იწყება და დღესდღეობით აქ დაცულია 90 000-ზე მეტი ექსპონატი: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული არტეფაქტები, ფოტო, კინო და აუდიო არქივი, ხელნაწერი და ეპიგრაფიკული ძეგლები.

პროექტის პარტნიორები არიან: გორის მუნიციპალიტეტი; საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები