ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში კორონავირუსით 46-წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში კორონავირუსით 46-წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის 8 ნოემბერს საღამოს გახდა ცნობილი.

დაინფიცირებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მანამდე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.

გარდაცვალების ფაქტს სოფლის წარმომადგენელი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, დაინფიცირებამდე მამაკაცი სრულიად ჯანმრთელი იყო და თანმდევი დაავადებები არ ახლდა.

მამაკაცს ოთხი შვილი დარჩა.

"კოვიდინიცირებული პაციენტი, 46 წლის მამაკაცი, რომელიც "გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში (ამჟამად კოვიდკლინიკა) გარდაიცვალა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას იყო უკიდურესად მძიმე, უპერსპექტივო.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,გორმედის" წარმომადგენელი ავრცელებს. მისი თქმით, პაციენტის სტაციონარიზაცია იყო დაგვიანებული.

,,ხაშურის კოვიდკლინიკაში შეყვანისას, კორონავირუსით ინფიცირეულ პირს მარცხენა ფილტვი 90%-ით დახურული ჰქონდა, მარჯვენა კი - 60%-ით. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა უკიდურესად მძიმედ. კლინიკაში შეყვანისთანავე მოხდა მისი გადაყვანა მართვით სუნთქვაზე და მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აცხადებენ "გორმედის" ადმინისტრაციაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები