გორისციხის დროშები ისევ ზიანდება. გორის მერიის მიერ ზაფხულში
შეძენილი დროშები მალე შესაცვლელი გახდება.
ისინი გორის ქარს ვერ უძლებს და ნაკუწ-ნაკუწდება. 2020 წლის ივნისში
4-ვე დროშა გამოცვალეს.
შესყიდვებს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მერიამ
დროშები 2020 წლის ივნისში შეიძინა. ტენდერი 27 000 ლარზე იყო
გამოცხადებული, თუმცა ტენდერში, სადაც 10 კომპანია იღებდა
მონაწილეობას, გაიმრჯვა კომპანიამ, რომელმაც შესყიდვის ფასი 9 000
ლარი მიუთითა.
მერიის შესყიდვის სამსახურში ტენდერში გამარჯვებულად, სწორედ, ეს
კომპანია ,,ემრე" გამოაცხადა. საგარანტიო ვადა 6 თვეა.
ამავე ვებ-გვერდის ცნობით, გორის მერიმ დროშების ტენდერი 2019 წელსაც
ჰქონდა გამოცხადებული. იმ დროს დროშები 8500 ლარად შეიძინეს, თუმცა
გაზაფხულზე ყველა დროშა დაზიანდა.
სტატიის გამოყენების პირობები