ახალი ამბები
,,ვულოცავთ გიორგი ხოჯევანიშვილს გამარჯვებას" - მალხაზ მირუაშვილი
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ შემაჯემებელი ოქმი უკვე შეადგინა და გიორგი ხოჯევანიშილს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ კომიისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გორი-კასპის ოლქში გამარჯვებულად გამოცხადებულია გიორგი ხოჯევანიშვილი.

შემაჯემებელ ოქმს ხელი არ მოაწერა კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს'' წევრებმა. მალხაზ მირუაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კომისიის სხდომაზე განცხადება ზეპირად გააკეთა, ხოლო ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ავადმყოფოფის გამო, სხდომას არ ესწრებოდა.

მალხაზ მირუაშვილი განმარტავს, რომ შემაჯამებელი ოქმი ცესკოს უკვე გადაუგზავნეს და საბოლოო შედეგებს ცენტრალურ ოფისში გამოაცხადებენ.

ცესკოს ვებ-გვერდზე კი დღევანდელი მონაცემები ასეთია: 

საბოლოო შედეგები ასეთია:

გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება) - 41 333 (55,58%)
ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 20 790 (27,96%)
კობა მაზანაშვილი (პატრიოტტა ალიანსი) - 2940 (3,95%)
ირაკლი ოქრუაშვილი (ირაკლი ოქრუაშვილი - ერთიანი საქართველო) - 2623 (3,53%)
პაპუნა კობერიძე (ლელო საქართველოსთვის) - 2495 (3,36%)
ლევან თარხნიშვილი (ევროპული საქართველო) - 2205 (2,97%)

პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქ ის პარტიები იყვნენ, რომელთა საჩივრები გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომრემ არ დააკმაყოფილა.

თავმჯდომარის განკარგულებები სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა გორის სასამართლოს მოსამართლეებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებები კანონიერად მიიჩნიეს და ძალაში დატოვეს.

გაერთიანებული ოპოზიციის საჩივრების არდაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დავა არაუფლებამოსილმა პირებმა დაიწყეს.



რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს:

გორი-კასპის ოლქში მმართველმა გუნდმა ხმების 52% მოიპოვა. ამის შესახებ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობები ადასტურებს.

129 უბნიდან დათვლილია 125. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

1 ადგილი: ქართული ოცნება - 38 371 (52.00%)

II ადგილი - ,,ნაციონალური მოძრაობა'' 20 547 (27.84%)

III ადგილი - პატრიოტთა ალიანსი - 2897 (3.93%)

IV ადგილი - ,,ევროპული საქართველო'' - 1759 (2.38%)

V ადგილი - ,,ლელო" 1634 (2.21%)

31 ოქტომბრის 20 საათის მონაცემებით, გორი-კასპის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 20 საათის მონაცემებით 57.25%-ია. საარჩევნო უბნებზე 77 743 მოქალაქე მივიდა. სულ მაჟორიტარულ ოლქში 135 795 ამომრჩევლია რეგისტრირებული.

მაჟორიტარულ ოლქში აქტივობა ასე ნაწილდება: გორის უბნები - 54 962 (საერთო ამომრჩეველი - 95 921); კასპის უბნები - 22 781 (საერთო ამომრჩეველი - 39 874)
Print

სტატიის გამოყენების პირობები