ახალი ამბები
ანტიდასავლური გზავნილები და ყალბი ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან
16 ნოემბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF) მართავს პრესკონფერენციას და წარადგენს ახალი კვლევას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.


მონიტორინგი როგორც ნაციონალური, ასევე რეგიონული დაფარვის ტრადიციული მედიის, ასევე ფეისბუკ ანგარიშებზე დაკვირვების 3 თვის შედეგებს ასახავს.


ანტიდასავლური გზავნილების და სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების გარდა, ანგარიში წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიებს; სოციალურ მედიაში პოლიტიკური და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას აჯამებს. ანგარიშში ასევე მოცემულია ის შემთხვევები, როცა ფეისბუქთან ყალბ ინფორმაციაზე თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, "მითების დეტექტორის" მიერ გადამოწმებულ ინფორმაციას რეაგირება თავად დეზინფორმაციის გამავრცელებელთა მხრიდან მოჰყვა.


ანგარიში მომზადდა MDF-ის მიერ, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PIთA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრის დრო და ადგილი: 16 ნოემბერი, 11:30 სთ. სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები