ახალი ამბები
შიდა ქართლში ინფიცირებულთა რაოდენობამ 2100-ს მიაღწია
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გამოვლინდა ახალი, 153 შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში სულ გაგზავნილი იყო 172 ნიმუში.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან მოგვაწოდეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თვითიზოლაცია მოეხსნა 171 პირს.

მისი ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 2100, მათ შორის - 986 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება - 0 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 1796 პირი.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა.  გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.

გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – რვა, იმერეთში – ექვსი, ქვემო ქართლში – ერთი, ხოლო კახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვალების 703 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია – თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.

ქვეყანაში ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888.  5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 735, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები