დღეიდან, უფლისციხის მუზეუმში სამუშაო პროცესი განახლდა. ამის შესახებ
ინფორმაცია მუზეუმის ადმინისტრაციამ კვირას, 15 ნოემბერს
გაავრცელა.
ისტორიული ნაკრძალი დროებით 2020 წლის 10 ნოემბერს დაიკეტა, რადგან
ერთ-ერთი თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
,,როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოში შექმნილი პანდემიით გამოწვეული
მდგომარეობის გამო,უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, პრევენციის მიზნით,
დროებით დაიკეტა. ამ ეტაპისთვის დასრულდა ყველა საჭირო სადეზინფექციო
სამუშაო. მუზეუმ-ნაკრძალი მზად არის ვიზიტორთა მისაღებად და
ორშაბათიდან განახლდება სამუშაო პროცესი." - აღნიშნულია მუზეუმის
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები